Sunday, March 14, 2010

ქეთევან არჩვაძე

მინერალური ნივთიერებები
1.პროექტის სახელი:
მინერალები ჩვენს ორგანიზმში
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მინერალების შესახებ.მათი დანიშნულების შესახებ. გამოუმუშავდებათ მონაცემების აღრიცხვის და ანალიზის უნარი. ქმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებს.
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ შემდეგ საკითხებს: რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მინერალებს ორგანიზმის ცალკეული სისტემების ფუნქციონირებისათვის. რამდენად შეუცვლელია მინერალების როლი ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებში. იკვლევენ ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მენდელეევის პერიოდული სისტემის რამდენი ელემენტია საჭირო. მათგან რომელია სიცოცხლისთვის აუცილებელი. რომელი უნდა მიეწოდოს საკვებთან ერთად, რომელი ჰაერის ან წყლის საშუალებით. აგროვებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით, ახდენენ გამოკითხვას თანატოლებს შორის რა იციან შეუცვლელ მინერალებზე. წარმოადგენენ ცხრილს ამ მნერალების შესახებ, რას იწვევს მათი სიმცირე ან სიჭარბე. როგორია ამ მინერალების დღიური ნორმა. რომელი პროდუქტია ამა თუ იმ მინერალით მდიდარი. ქმნიან დაბალანსებული კვების რეჟიმს.
4.მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 14-16წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვის განმავლობაში.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მინერალების შესახებ, მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას. ისაუბრებენ მათ მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. შეადგენენ სწორი კვების რეჟიმს და გააცნობენ ერთმანეთს. კვების რეჟიმის შეფასება და საუკეთესოს შერჩევა.
7.მოსალოდნელი შედეგები: გაიუმჯობესებენ ცოდნას მიკრო და მაკროელემენტების შესახებ. შეისწავლიან მათ დადებით და უარყოფით მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. შექმნიან ვებ-ბლოგებს, გამართავენ დისკუსიებს.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების გაცნობა იმ ადამიანებისათვის ვინც არ არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას იძლევა ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. ამ ბლოგით დააინტერესებენ სხვებსაც მოიპოვონ ინფორმაცია მინერალების შესახებ. გაიღრმავებენ ცოდნას.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
11.პროექტის ფასილიტატორი:
ქეთევან არჩვაძე 178–ე საჯარო სკოლის პედაგოგი
12.პედაგოგიფასილიტატორის ელ. ფოსტა: q.archvadze178@gmail.com